18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეზე გაზეთ „ივერიის“ 1909 წლის 6 ივლისის ნომრის ერთი გვერდი დაიბეჭდა

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გაზეთ „ივერიის“ სპეციალური გამოცემა, 1909 წლის 6 ივლისის ნომრის ერთი გვერდი დაიბეჭდა. სპეციალური გამოცემა დღეს თბილისის მერიის თანამშრომლებმა, მეტროს და მუნიციპალური ავტობუსების მგზავრებს დაურიგეს. გაზეთი „ივერია“ თბილისში 1877 წლის 3 მარტს პირველად გამოვიდა. ეს იყო მთავარი პოლიტიკურ-ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, რომელიც ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას და დამოუკიდებლობის იდეას ემსახურებოდა. მისი დამაარსებელი ილია ჭავჭავაძე იყო.

დღის ამბები