„ადვოკატის ხელმისაწვდომობა”- ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ, მათთვის სასურველი ადვოკატი, კვალიფიკაციის და კატეგორიის მიხედვით აირჩიონ.
პროექტი “ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ლანჩავასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება.
ლანჩავას თქმით, აპლიკაცია მოქალაქეებისთვის „ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნების ჩატარების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი.