შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს კვიპროსელი ჟურნალისტები ეწვივნენ. მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უცხოელ ჟურნალისტებს მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერებინა და მის დანიშნულებაზე ესაუბრა.
სტუმრები ე.წ. ჭკვიანი კამერებს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ასევე, რეალურ დროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესს დააკვირდნენ.
„ეს თანამედროვე ცენტრი ადასტურებს მოდერნიზაციის პროცესს, რათა ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო და მოქალაქეებსა და ტურისტებში გაზარდოს უსაფრთხოების განცდა,“ - განაცხადა ჟურნალისტმა იოანის სეტიროის იოანოუმ.