ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
საგურამოში, გურამიშვილების მარანში გამართულ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა, ილია ჭავჭავაძეზე, როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ნოვატორზე ისაუბრა.