ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. საგამოფენო სივრცეში მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი, სხვადასხვა მუზეუმში დაცული, უნიკალური მასალა და ნივთებია წარმოდგენილი.
ილია ჭავჭავაძის კვირეული დღეს გაიხსნა და საიუბილეო ღონისძიებები, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ჩატარდება.
„წარმოდგენილი არის საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სხვადასხვა მუზეუმებში დაცული უნიკალური მასალა, რომელიც ასახვას ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას, მათ შორის უნიკალური მემორიალური ნივთები, რომლებიც პირველად იფინება ფართო საზოგადოებისთვის,“ - აღნიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.