12 საათზე მეტია ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელს ეძებენ. გიორგი როყვას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს, მთელი დღის განმავლობაში ის არც ოჯახს და არც შტაბის წევრებს დაკავშირებია.
ბოლო სმს შეტყობინებაში კი როყვა წერდა, რომ მას ემუქრებოდნენ და მერობის კანდიდატის შტაბის წევრებს დახმარებას სთხოვდა.
„მიშველე ითამაშე გთხოვ, ბეგიმ მომიგზავნა ამალა და არ ხარ კოტესთან. შეცდომააო თქვი გთხოვ რა, მიშველე. იმსახიობე. ვითომ არც პირადობა მომიცია და არაფერი, შეცდომააო თქვი. პირიქით ბეგის ეხმარებაო თქვი, გთხოვ.
"გავუშვი გავისტუმრე, ბეგიც იყო დაჟე. გთხოვ, უბრალოდ გამაუქმე და ამით დამთავრდება ყველაფერი. გეხვეწები ახლავე გამაუქმე, გთხოვ,“ - წერდა სმს შეტყობინებაში გიორგი როყვა.
ამავე შეტყობინებაში გიორგი როყვა მერობის სახელისუფლებო კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კომენტარს არ აკეთებს. მის შტაბში კი, ბრალდებებს დეზინფორმაციად აფასებენ.