18 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
უკრაინაში ქართველი მებრძოლი მძიმედ დაშავდა - სამხედრო ამ დრომდე კომაშია

უკრაინაში ქართველი მებრძოლი მძიმედ დაშავდა. "კურიერი" ბატალიონის მეთაურს დაუკავშირდა. მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, მებრძოლი მუცლის არეშია დაჭრილი და მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. "კურიერის" ინფორმაციით, ქართველი სამხედრო ამ დროისთვის კომაში იმყოფება. ოჯახი ჯერჯერობით ინფორმირებული არ არის, ამდენად დაშავებულის სახელი არ კონკრეტდება. ბატალიონის მეთაურის განცხადებით, რუსეთი შეტევაზე გადავიდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეტაკებები უწყვეტად მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად უკრაინის მხრიდან 2-3 ადამიანი იღუპება.

დღის ამბები