18 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
ჯილეხის შემთხვევა ფოთში - გარდაცვლილია 28 წლის ქალი 

ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების ეპიდემიოლოგები ადასტურებენ.

მათი ინფორმაციით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მათივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი ლეტალურად შემთხვევაა.

„5 დღის დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, როდესაც უკვე მდგომარეობა თანდათან ურთულდებოდა. აღენიშნებოდა თავის ტკივილი, ღებინება, კისრის მარჯვენა ნაწილში დასიებული ჰქონდა. ყელში აღენიშნებოდა მონაცრისფრო ნადებები ლაბორატორიულად ამოითესა ბაქტერია და დადასტურდა, რომ იყო ჯილეხი,“-განაცხადადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა მაკა გაბუნიამ.

დღის ამბები