"კურიერის" ინფორმაციით, თელავში 32 წლის მამაკაცის მკვლელობის მოტივი პირადი ანგარიშსწორება გახდა. თუმცა სამართალდამცველები გამოძიების კონკრეტულ ვერსიებზე და სავარაუდო დამნაშავეზე არ საუბრობენ.
თელავში აქტიური სამძებრო მოქმედებები გრძელდება. მკვლელობა ავტოსახელოსნოში მოხდა, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა. მას დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯენით ესროლა და ადგილიდან მიიმალა. დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს.