18 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
ირაკლი ლექვინაძისთვის უცნობია შეინარჩუნებს თუ არა მერის მოადგილის პოსტს

თბილისის ახლადარჩეული მერი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება. ცნობილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტში კახა კალაძე საკადრო ცვლილებებს გაატარებს, თუმცა ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას, ამაზე ინფორმაცია მოქმედ თანამშრომლებს არ აქვთ.

როგორც მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, მისთვის უცნობია ვინ იქნება განახლებულ გუნდში და ამის შესახებ გადაწყვეტილება კახა კალაძემ უნდა მიიღოს.

„ეს მისი პრეროგატივაა თუ რა გუნდს შეარჩევს ის იმ მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად,  რომლის გამოწვევის წინაშეც დგას დღეს თბილისი და რომლის განხორციელებაც არის მნიშვნელოვანი,“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

რაც შეეხება საკითხს დარჩება თუ არა თავად თანამდებობაზე, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით მას კახი კალაძესთან ამ თემაზე საუბარი არ ჰქონია.

ამავე თემაზე
დღის ამბები