ქართველ პოეტს, ჯანსუღ ჩარკვიანს დღეს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდი 14:00 საათამდე გაგრძელდება. უკანასკნელ გზაზე ჯანსუღ ჩარკვიანს სამების ტაძრიდან გააცილებენ.
სამოქალაქო პანაშვიდზე პოეტის ოჯახის წევრები, ხელოვანები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები მივიდნენ.
„ჯანსუღ ჩარკვიანი ის ხელოვანია, რომელიც არასდროს წავა და არ დატოვებს თავის სამშობლოს,“- განაცხადა ნიკა რაჭველმა.