როგორია შრომის უფლებები საქართველოში და რა ცვლილებებია საჭირო ამ კუთხით - ეს იყო მთავარი საკითხი დღეს გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველოში განხორციელებულ ცვლილებებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი.
“ჩვენ ვხედავთ დიალოგის შესაძლებლობას შრომით ორგანიზაციებთან, მთავრობასა და დამსაქმებლებს შორის. ეს მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ პროცესს მხარს ვუჭერთ. ვეთანხმები იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, ამ საკითხის პარლამენტში განხილვას და შემდგომი პროცესების განვითარებას,“ - განაცხადა კელიმ.