18 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
უკრაინის ვიცე-პრემიერი ხურვალეთში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო

საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის ვიცე-პრემიერი დღეს ხურვალეთში ჩავიდა. პავლო როზენკო სოზარ სუბართან ერთად გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელში არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. როზენკოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.

“ეს ნათელი მაგალითია და დადასტურება იმის, რომ ერთი ადამიანის ამბიციების გამო ხალხი და ქვეყანა იტანჯება. ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა ოჯახის წევრებს ეკონტაქტონ. სამწუხაროდ უკრაინაში სიტუაცია ამაზე მძიმეა. ჩვენ საოკუპაციო ხაზთან ახლოს ვერ მივდივართ იქ ყოველდღიურად საომარი ვითარება. ყოველწუთს ველოდებით პროვოკაციას რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან. გუშინ ერთი სამხედრო  მოსამსახურე დაიღუპა. ორი ადამიანი იყო დაჭრილი. ჩვენი მხრიდან ვეცდებით, რომ არ მოხდეს უკრაინის ბორდერიზაცია და რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ამ მხრივ საერთო პოზიცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან. ეს ფაქტები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა, არ უნდა შევწყვიტოთ სანქციები. რუსეთი ეს მსოფლიოში არასტაბილურობის წყაროა, ამიტომ საბოლოოდ საჭიროა ამ ისტორიაში წერტილის დასმა და საერთაშორისო თანამეგობრობიდან ზეწოლის გაგრძელება,“ - განაცხადა პავლო როზენკომ.

სოზარ სუბარმა კი უკრაინის ვიცე-პრემიერს და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები