18 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
"ტრამპთაუერის" პროექტს ბათუმში „სილქ როუდ ჯგუფი“ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან ერთად გააგრძელებს

"ტრამპთაუერის" პროექტს ბათუმში „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან ერთად გააგრძელებს.

კომპანიაში უკვე დაადასტურეს, რომ პროექტთან ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს აღარ ექნება შეხება. საინვესტიციო მიზნებისთვის თანაინვესტირების ფონდმა და „სილქ როუდმა“ სახელმწიფოსგან უკვე მოითხოვეს კონკრეტული მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადმოცემა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი გახდა ნამდვილი მტაცებელი და ის ამჯერად ქონებას აჭარაში იკანონებს. 

„ერთ დროს ყველასათვის ასეთ ქველმოქმედად ცნობილი ბიძინა ივანიშვილი, გახდა მთავარი მტაცებელი, მათ შორის აჭარაშიც. კარგად გვახსოვს ცათამბრჯენებთან მიმართებაში რა დამოკიდებულება ჰქონდა მაშინდელ ოპოზიციას და დღეს რომ ხელისუფლებაში არიან. "ტრამპთაუერი" უნდა გახსნილიყო ბათუმში და ალბათ, ამის მნიშვნელობა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რა იყო, რა მიმზიდველს ხდიდა ეს ყველაფერი ამ ქალაქს. ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის არის თურმე მისაღები და ტრამპის მაგივრად ბიძინა იქნება მეწილე,“ - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ 3 მილიონიანი ინვესტიცია და იახტკლუბის მოწესრიგება გამოიწვევს იმას, რომ აღარ იქნება დავა ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით. 

დღის ამბები