18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

გამოჩენილი ქართველი პოეტი, ჯანსუღ ჩარკვიანი ანსამბლ „მართვეს“ და "რუსთავის" წევრებმა ჩაკრულოთი გააცილეს. ჩარკვიანი დღეს მთაწმინდის პანთეონში, ცნობილი ქართველი მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალეს.

მთაწმინდის პანთეონში ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. დაკრძალვის ცერემონიალზე მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა პოეტი და მისი შემოქმედება გაიხსენეს.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დილის 11 საათიდან მიმდინარეობდა. ქართველ პოეტთან გამოსამშვიდობებლად ბევრი ადამიანი მივიდა. ნათესავებისა და მეგობრების გარდა, ჯანსუღ ჩარკვიანის პანაშვიდზე ხელოვანები, სპორტსმენები, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, პოლიტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ჯანსუღ ჩარკვიანი არა ერთი ცნობილი ლექსის ავტორია. პოეტი რამდენიმე თვიანი ავადმყოფობის შემდეგ 6 ნოემბერს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები