ბრიუსელში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. შეხვედრაში, რომელიც გენერალურმა მდივანმა გახსნა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც.
„ჩვენ ვრჩებით საერთაშორისი ვალდებულებების ერთგული და ვაგრძელებთ არსებული კონტრიბუციით მონაწილეობას აღნიშნულ მისიაში. მომავალ წელსაც, 870 სამხედრო მოსამსახურე გააგრძელებს ნატოს წევრ და პარტნიორი ქვეყნებთან ერთად, მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში, თავისი განსაკუთრებული წვლილის შეტანას,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.