18 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების დოკუმენტს ხელი 3 კვირიანი ფიქრის შემდეგ მოაწერა

რამდნიმე საათიანი თათბირი უზენაეს სასამართლოში ნინო გვენეტაძის წერილობითი განცხადებით დასრულდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაპირისპირებული წევრები თავმჯდომარესთან შეიკრიბნენ. კონფლიქტის მიზეზი კი, 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის ის დოკუმენტი იყო, რომელსაც ნინო გვენეტაძე ხელს არ აწერდა.

შეხვედრა საბჭოს მოსამართლე წევრებმა, რომლებმაც გვენეტაძეს ამის გამო მწვავე ბრალდებები წაუყენეს, კომენტარის გარეშე დატოვეს. შეხვედრის დეტალებზე საუბარი არც არა მოსამართლე წევრებმა ისურვეს.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებული განცხადებიდან კი ირკვევა მხოლოდ ის, რომ ნინო გვენეტაძემ თითქმის 3 კვირიანი ფიქრის შემდეგ, 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების დოკუმენტს ხელი მოაწერა. მთავარ კითხვას, თუ რა გახდა რამდენიმეკვირიანი ფიქრის მიზეზი, რის გამოც მას კოლეგებთან მწვავე დაპირისპირებაც მოუვიდა, უპასუხოდ ტოვებს.

ახსნა-განმარტებას ნინო გვენეტძისგან ელოდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მესამე სექტორში თვლიან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეხება, საზოგადოებას არ დაუმალოს.

სხდომა, რის გამოც ნინო გვენეტაძე კოლეგებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უპატივცემულობას და უფლებამოსილების შეუსრულებლობაში ღიად დაადანაშაულეს, ორშაბათს გაიმართა. საბჭოს თავმჯდომარემ კი, მწვავე განცხადებებისა და ბრალდებების გამო კოლეგებს ბრალი ძალადობასა და შანტაჟში დადო.

სამოქალქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ამ სხდომას ესწრებოდნენ თვლიან, რომ საბჭოში პრობლემა უფრო ფართეა და ამ ერთ კონკრეტულ საკითხზე შეუთანხმებლობა ერთ-ერთი მაგალითია.

საბჭოს დაპირისპირებულ წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულებმდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია თავად გვენეტაძის გადადგომის სესახებ, რომელიც არ დადასტურდა.

 

დღის ამბები