საკანალიზაციო მილის დაზიანებამ, თბილისში 2 სახლის დაიტბორვა გამოიწვია. ერთ-ერთ შემთხვევაში, წყლის შევარდნისას ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, სახლში იმფყოფებოდა. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, დანგრეულია სველი წერტილი.
დაზარალებულების განცხადებით, კომპანია და მაშველები შემთხვევიდან მხოლოდ 2 საათში მივიდნენ, მანამდე კი ადგილზე მხოლოდ გამგებელი იმყოფებოდა.
მისი განმარტებით, ზარალის დაანგარიშების შემდეგ, ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, რომ აფრიკის დასახლებაში მაგისტრალური მილი გასკდა.