მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე ანგარიშს გამოაქვეყნებს დღეს სამართლიანი არჩევნები. ორგანიზაცია კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას გეგმავს.
მათ შორის, საუბარი შეეხება გიორგი როყვას გაუჩინარებისა და ოზურგეთის თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატების სკანდალს, ასევე „ქართული ოცნების“ მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების დიდი რაოდენობით გამოყენებასა და სხვა პარტიების მხირდან დაფიქსირებულ დარღვევებს.
„განსაკუთრებით გამორჩეულია ოზურგეთის ოლქი, სადაც ზეწოლა-მუქარის შემთხვევები არის კონცენტრირებული და მათ შორის, ასევე, ამ შემთხვევებში იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, რაც ცხადია, საერთო ჯამში, წინასაარჩევნო გარემოს თანასწორ და თანაბარ ვითარებაში წარმართვას უშლის ხელს,“ - აცხადებს მიხეილ ბენიძე.