საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ლგბტ პირების მიმართ ძალადობის დაგმობას სთხოვენ. „თანასწორობის მოძრაობა“ უწყებას პოზიციის დაფიქსირებას კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გასამართ ამხანაგურ მატჩზე სთავაზობს.
ორაგნიზაცია ფედერაციასა და პირადად ლევან კობიაშვილს გურამ კაშიასთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე, ოფიციალური პოზიციის გამოხატვის მნიშვნელობაზე მიუთითებენ.
საფეხბურთო გაერთიანებაში „თანასწორობის მოძრაობის“ მოწოდებაზე მსჯელობენ და ფედერაციის გეგმები ცნობილი დღეს უნდა გახდეს.