18 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
კითხვის ნიშნებს იწვევს ფაქტი, როგორ აღმოჩნდა როყვა გაუჩინარების შემდეგ პირდაპირ პოლიციაში - მიხეილ ბენიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა - ანგარიშში კონკრეტული დარღვევებიც მოხვდა, კერძოდ საუბარია ამომრჩეველზე ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებზე, მათ შორის ხაშურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა 2 დღის წინ გაუჩინარებული გიორგი როყვას საქმეზეც. 

“გიორგი როყვა 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში თავად იყრიდა კენჭს ოზურგეთის თემში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატად და ჩვენ მეორე შუალედურ ანგარიშში, შესული არის მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია, კანდიდატურის მოხსნის მიზნით. თუმცა, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლის ფაქტი თავად კანდიდატმა დაადასტურა, მას კანდიდატურა არ მოუხსნია და უფრო მეტიც, არჩევნებზე 35,6% მიიღო და გავრცელებული ინფორმაციით, როყვას მიმართ, მეორე ტურის წინ განხორციელებული ზეწოლა სწორედ იმ გარემოებას უკავშირდება, რომ ის ამომრჩეველთა მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს.

"ჩვენთვის ძალიან კითხვის ნიშნებს იწვევს თავად ის ფაქტი, თუ როგორ აღმოჩნდა როყვა ამ გაუჩინარების შემდეგ პირდაპირ პოლიციაში,“ - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

გიორგი როყვა 2 დღის განმავლობაში იყო გაუჩინარებული და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. ორი დღის განმავლობაში გაუჩინარებული გიორგი როყვა, მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლისა და გატაცების ფაქტს უარყოფს.

როგორც დაკითხვის შემდეგ გიორგი როყვამ ჟურნალისტებს განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობდა დაპირისპირება "ქართული ოცნების" კანდიდატთან.

დღის ამბები