ახალციხეში დაკავებული გრიგოლ კაპანაძის ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა სასტიკად არის ნაცემი. ოჯახი და დაკავებულის ადვოკატი პოლიციელებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავენ და გრიგოლ კაპანაძის დაკავებაში მონაწილე სამართალდამცველების დასჯას მოითხოვენ. გრიგოლ კაპანაძის განცხადებით, მის ოჯახს დევნიან.
„ჩვენს ოჯახს დევნა აქვს. უფროს ბიჭს წინა სამმართველოს წინა უფროსმა იარაღი ჩაუდო, ეს მთელმა საქართველომ იცის, მაგის გამო ციხეში იზის, ახლა პატარა ბიჭი. ამის სიმამრი კანონიერი ქურდია და ამის გამო დაგვდევენ,“ - განაცხადა გრიგოლ კაპანაძის მამამ.
შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა. გრიგოლ კაპანაძე 3 მეგობართან ერთად ბარის თანამშრომლებთან შელაპარაკების გამო, პოლიციამ ბარში დააკავა. მას ხულიგნობის გამო 10 დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.