18 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
აშშ აპირებს, რუსეთს დონბასში 20 ათას კაციანი სამშვიდობო ქვედანაყოფის განლაგება შესთავაზოს

ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, რუსეთს დონბასში 20 ათას კაციანი სამშვიდობო ქვედანაყოფის განლაგება შესთავაზოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

სტატიის თანახმად, ამ თემას ამერიკელები რუს კოლეგებთან ერთად შეხვედრაზე განიხილავენ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამშვიდობო კონტიგენტის განლაგების ინიციატივით, ჯერ პეტრო პოროშენკო გამოვიდა, შემდეგ კი შესაბამისი რეზოლუცია გაეროში რუსეთმაც შეიტანა.

The Wall Street Journal წერს, რომ დასავლეთი ვლადიმერ პუტინისგან ამჯერად რეალურ ნაბიჯებს ელოდება.

დღის ამბები