საზღვრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ჟურნალისტებს არათუ მუშაობის, გაჩერების უფლებასაც კი არ აძლევენ, კრიმინალებისგან დაუცველია. მძარცველები თურქეთ-საქართველოს საზღვარს თავისუფლად კვეთენ და მიმდებარე სოფლებიდან მსხვილფეხა პირუტყვს ერეკებიან.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ახალქალაქის რაიონის სოფელ დადეშში მოხდა. ოთხმა ოჯახისგან მძარცველებმა 21 ძროხა, ერთი ცხენი, ძაღლი წაიყვანეს და ტექნიკა წაიღეს.
სოფლის მცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ კრიმინალებმა ნაძარცვი საზღვარზე გადაიტანეს. სოფელში დაუცველობის განცდაზე საუბრობენ და რეაგირებას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლება სთხოვენ.
საზღვრისპირა სოფლების პრობლემასა და საზღვრის სისტემატურ დარღვევაზე ადგილობრივი მედიაც წერს.