ოზურგეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს შორის იმართება. 21 ოქტომბრის არჩევნებზე კანდიდატებს შორის სხვაობა დაახლოებით ერთი პროცენტი იყო.
ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული საარჩევნო პროცესი დღეს გურიაში იქნება.
ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე სიმშვიდეა. როგორც ამომრჩეველი ასევე საარჩევნო უბნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნებზე არ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები. ბოიკოტის გამო პარტიამ წარმომადგენელი გაიწვია.