18 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
ხაშურში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად  მივიდა. მან ხმა #10-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

გიორგი გურასპაშვილი საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ, მისი კონკურენტის, დამოუკიდებელი კანდიდატის, რამაზ ნოზაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ   ხელისუფლებას აქვს მცდელობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების.

სახელისუფლებო კანდიდატი აცხადებს, რომ მას არ სჭირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რადგან რაიონში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს გამარჯვებისთვის. გარდა ამისა, მისივე თქმით ამის აუცილებლობაც რომ არსებობდეს, „ქართული ოცნება“ მსგავსი მეთოდებით არ მოქმედებს.

"მეორე ტური ხაშურში ჩატარებული სწორედ იმის დადასტურებაა, რომ ხელისუფლება არ ძალადობს ამომრჩეველზე და ხელისუფლება არანაირ უკანონო რესურსს არ იყენებს. სწორედ ამიტომ ტარდება მეორე ტური. ასე რომ ძალადობა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წლის შემდეგ და თუ ვინმეს ეს ჰგონია მით უმეტეს ჩემს ოპონენტს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას გამარჯვების  იმედი არ აქვს და ეს არის ჩვეულებრივად მოგონილი, შეთხზული ინფორმაცია,“-განაცხადა გიორგი გურასპაშვილმა

გიორგი გურასპაშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ის კონკურენტს დაამარცხებს.

ადგილზე იმყოფებიან "ქართული მარშის" წევრები, რომლებიც ამბობენ, რომ ხაშურში დამოუკიდებელი კანდიდატის რამაზ ნოზაძის მხარდასაჭერად ჩავიდნენ. 

დღის ამბები