მარტვილში, სადაც არჩევნების მეორე ტური იმართება 39-ვე უბანი დარღვევების გარეშე გაიხსნა.
ხმის მიცემა ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ამომრჩევლის აქტიურობა საკმაოდ დაბალია.
ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49% მიიღო. მეორე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მამუკა დანელია გავიდა თითქმის 36 %-ით. ბოიკოტის გამო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ამის მიუხედავად მისი წარმომადგენელი ბიულეტენში მაინც ფიქსირდება.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.