18 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
"სამართლიანმა არჩევნებმა" ამ დროისთვის 21 საჩივარი დაწერა

"სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით არჩევნების მეორე ტურში ამ დროისთვის გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა ძირითადად პროცედურული ხასიათისაა. მიხეილ ბენიძის თქმით დარღვევები ძირითადად უკავშირდება საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოებას, მარკირების წესების დარღვევას. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, ჯამში "სამართლიანმა არჩევნებმა" 21 საჩივარი და ორი შენიშვნა დაწერა.

რაც შეეხება ამომრჩევლის აქტიურობას, მიხეილ ბენიძის განცხადებით ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ოზურგეთშია, სადაც 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 21%-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

დღის ამბები