18 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
დამოუკიდებელი კანდიდატის, რამაზ ნოზაძის დავალებით "ქართული მარშის" წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე შემოვლებს ახორციელებენ

ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დარღვევებზე საუბრობს. რამაზ ნოზაძის მომხრეები, რომელთა შორის „ქართული მარშის“ წევრებიც არიან ამბობენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს. რამაზ ნოზაძის მითითებით „ქართული მარშის“ წარმომადგენლები გაემართნენ იმ საარჩევნო უბნებთან, სადაც მათი ინფორმაციით ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

„ჩვენი შტაბი აწარმოებს შემოვლებს, რომელ უბნებზეც ფიქსირდება სამთავრობო რესურსის გამოყენება,“-განაცხადა რამაზ ნოზაძემ.

საოლქო საარჩევნო კომისიაში კი ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი. კომისიაში ამბობენ, რომ არჩევნების პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

რამაზ ნოზაძის კონკურენტი მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილია

დღის ამბები