ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 17:00 საათისთვის არსებული მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 27%-ს შეადგენს. იმ ქალაქებს შორის, სადაც არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს და ამომრჩეველი განსაკუთრებით აქტიურია, ბორჯომი და ოზურგეთია.
რაც შეეხება საჩივრებს, ცესკო-ს ინფორმაციით საარჩევნო ოლქებში სულ 21 საჩივარი შევიდა, თუმცა ეს არ არის იმ სახის დარღვევები, რამაც შეიძლება რაიმე სახის გავლენა მოახდინოს შედეგებზე.
„ყველაზე მეტი საჩივარი შესული არის ბორჯომსა და ოზურგეთში. ქუთაისში არის შესული ორი საჩივარი. ხოლო ერთი ხაშურში. ამ დროისთვის ყაზბეგისა და მარტვილის ოლქებში არც ერთი საჩივარი არ ფიქსირდება,“-განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.