18 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ლიკანში #9-ე საარჩევნო უბანთან მობილიზებული პირები ადასტურებენ, რომ მოჭიდავეები და ზურაბ ზვიადაურის მეგობრები არიან

გავრცელებული ინფორმაციით ლიკანში, #9-ე საარჩევნო უბანზე მოჭიდავეთა მობილიზაცია მიმდინარეობს. ადგილზე მისულ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს საარჩევნო უბნის გარეთ რამდენიმე პირი დახვდა. ისინი საკმაოდ აგრესიულები იყვნენ ჟურნალისტების მიმართ, თუმცა დაადასტურეს, რომ წარმოადგენდნენ „ქართულ ოცნებას“ და ამასთან, სპორტსმენები არიან. ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, რომ ისინი ბორჯომელები არიან და ადგილზე მშვიდობას იცავენ.

ერთ-ერთმა მათგანმა თქვა ისიც, რომ ზურაბ ზვიადაურის ახლო მეგობარია.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ხმის მიცემის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. გამოვლენილია მხოლოდ პროცედურული სახის დარღვევები, რომლებიც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

სულ ოლქში 26 ათას 500-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

დღის ამბები