18 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
თბილისის მერის მოადგილეებს, სამსახურების უფროსებს და გემგებლებს უფლებამოსილება შეუწყდათ

დღიდან უკვე თბილისის მერი ოფიციალურად კახი კალაძეა.

უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქის ახლადარჩეული მერი საკადრო ცვლილებებს გეგმავს და ამაზე კახა კალაძემ ჯერ კიდევ უფლებამოსილების ოფიციალურად შესრულებამდე ისაუბრა.

იმის მიუხედავად, რომ კანონი არ ითვალისწინებს მერიას დაქვემდებარებული სსიპ-ების უფროსების გათავისუფლებას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცვლილებები აქაც იქნება და აქაც შეიცვლებიან ხელმძღვანელი პირები.

სავარაუდოდ პოსტს ბაღების გაერთიანების თავმჯდომარეც დატოვებს, რომლის სახელიც წინასაარჩევნოდ აქტიურად დაუკავშირდა ე.წ. ბაღების სკანდალს და რომელიც ძველი მერის ახლო ნათესავიცა არის.

დავით ნარმანია 3 წელი და 3 თვე იყო თბილისის მერი, უფლებამოსილება მას გუშინ საღამოს შეუწყდა. მასთან ერთად უფლებამოსილება შეუწყდა მის ყველა მოადგილეს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ კახა კალაძის მოადგილის პოსტს მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე დაიკავებენ. გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობას შეინარჩუნებს ნარმანიას ერთი მოადგილ, გიგა ნიკოლეიშვილი.

გუშინ საღამოდან უფლებამოსილება შეუწყდათ საქალაქო სამსახურების უფროსებსაც, 12 სამსახურის უფროსიდან გავრცელებული ინფორმაციით 8 დაკარგავს პოსტს.

რაც შეეხება გამგებლებს-თბილისში 10 გამგეობაა და ათივე გამგებელს  ამ დროისთვის პოსტი დატოვებული აქვს. 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი. 

დღის ამბები