შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დედებს, ხშირ შემთხვევაში, ყოველდღიურად დიდ სირთულეებთან უწევთ გამკლავება. მთავარი პრობლემა კი ყველასთვის სიმბოლური პენსიაა, რომელიც მედიკამენტებსა და მკურნალობაში ეხარჯებათ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დედები უმეტესად მუშაობას, შვილებზე ზრუნვისას დროის უქონლობის გამო, ვერ ახერხებენ, 180-ლარიანი პენსია კი ამ შემთხვევაში, მინიმუმ, 2 ადამიანზე უნდა გადანაწილდეს.
დედები ამბობენ, რომ სახელმწიფოსთან ერთად მათ ყველაზე მეტად საზოგადოების მხარდაჭერა და გვერდში დგომა აკლიათ, რადგან დარდობენ, იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე დაემართათ, მათი შვილების დამცველი აღარავინ იქნება.
აუტისტური სპექტრის მშობლებს იდეა გაუჩნდათ, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებისთვის ეროვნული ცენტრის აშენებას, მასში მონაწილეობის მიღება კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამისათვის მხოლოდ ერთი სტიკერის შეძენაა საჭირო, რომელში გადახდილი ფულიც ფონდში გადაირიცხება და ეროვნული ცენტრის შენობის აგებას მოხმარდება.
ავტორი: თაკო მესხი