18 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა დასრულებულია - მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები ცნობილია

„ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულებულია.

როგორც მმართველი გუნდის წევრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, გიორგი კვირიკაშვილმა მათ ის ცვლილებები გააცნო , რომლის თაობაზეც ხვალ ისაუბრებს საჯაროდ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო არ გაუქმდება. გაერთიანდებიან ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები.

„ყველაფერი კარგად იქნება. ხვალ იქნება პრემიერის განაცხადებს. გარემოს დაცვის სამინისტრო რჩება,“-განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ  გიორგი გაჩეჩილაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ თუ გარემოს დაცვის სამინისტრო გაუქმდებოდა, ის ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.

როგორც დეპუტატები ამბობენ ოპტიმიზაცია, რომელიც განხორციელდება, ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებებსაც.

გარდა ამისა, დღესვე ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თბილისის ვიცე-მერის პოსტს დაიკავებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები