18 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
"Mercedes Benz Fashion Week" - ქართველი დიზაინერები და მოდელები საერთაშორისო სტუმრების ინტერესის სფეროში

"Mercedes Benz Fashion Week თბილისის" დასრულების შემდეგ, კრიტიკოსები ჟურნალისტები და ბლოგერები საკუთარ ფავორიტებზე საუბრობენ. პრესტიჟული გამოცემა Vogue-ის ობიექტივში ქართველი დიზაინერების შემოქმედება მოხვდა. 

ჯორჯია კანტარინი იტალიური "Vogue"-ის ჟურნალისტია. ქართველი დიზაინერების უახლესი კოლექციების ნახვის შემდეგ, მათ სამოსს თბილისის ქუჩებში სწორედ "Vogue"-ის მომდევნო თვის ნომრისთვის იღებს.

ქართველი დიზაინერების გარდა, საერთაშორისო სტუმრების ინტერესის სფეროში მოდელებიც მოექცნენ. საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამოდელო სააგენტოს, "სითის" წარმომადგენლები მოდელებს მოდის დედაქალაქად აღიარებულ პარიზში წასაყვანად არჩევენ. ფოტოების გადაღების და გოგონებთან გასაუბრების შემდეგ ძალიან მალე გახდება ცნობილი, რამდენი ქართველი მოდელი განაგრძობს საფრანგეთში, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდებისთვის მუშაობას. საქართველო და ქართველი დიზაინერების შემოქმედება კი წამყვანი გამოცემების ფოკუსში კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩება.

ავტორი: რუსკა გიორგაძე.

 

დღის ამბები