ქუთაისში, საქართველოსა და ბელორუსის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგურმა შეხვედრამ. ე.წ. ქართული მარშის წევრებმა მატჩის დროს აქციის მოწყობა სცადეს. ისინი გურამ კაშიას მიერ, ლგბტ სამკლაურის ტარებას და მის მიმართ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიერ გამოხატულ სოლიდარობას ჰომოფობიური შეძახილებით აპროტესტებდნენ.
სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი არეულობის გამო, მაყურებელთა დიდი ნაწილი სტადიონზე შესვლას ვერ ახერხებდა.
ცენტრალური შესასვლელი სამართალდამცველებმა მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში გახსნეს. ე.წ. ქართული მარშის წევრები სტადიონზე შევიდნენ, სადაც ლგბტ დროშა დაწვეს, შედეგად მათ პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა.
რაც შეეხება საფეხბურთო შეხვედრას, როგორც ჩანს განვითარებულმა მოვლენებმა ისედაც არადამაჯერებლად მოთამაშე საქართველოს ნაკრებზე უარყოფითად იმოქმედა, ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით აქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გურამ კაშია შეიცვალა. საბოლოოდ მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.