18 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმე - EMC საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს 

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ პოლიციის რეფორმაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის შექმნას ითხოვს. EMC-ის წარმომადგენლები 30 წლის ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმეზე საუბრობენ და მოუწოდებენ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარე გამოძიებას დაემატოს პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციაც.

გარდა ამისა, EMC ითხოვს მიანიჭოს კვირიკაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი და გამოძიების დროს უფლებამოსილება შეუჩერდეთ იმ პოლიციელებს, რომლებიც კვირიკაშვილის დაკითხვაში მონაწილეობდნენ.

„ნათლად იკვეთება პოლიციის საქმიანობაში სისტემური პრობლემები. არა მარტო ამ საქმიდან გამომდინარე. ჩვენ კარგად გვახსოვს დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმე. ორივე საქმეში პოლიციის მუშაობის ერთგვაროვანი ხელწერა არის სახეზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ძალადობის, მუქარის, შანტაჟის შემთხვევები არის ერთგვარი პრაქტიკა თუ მეთოდი, რომელსაც პოლიცია იყენებს,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

დღის ამბები