პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დაგროვებითი ბარათის "მოითხოვე ქართული" გამარჯვებულები დააჯილდოვა. პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. გიორგი აბაშიშვილმა თვის განმავლობაში გამოვლენილ გამარჯვებულებს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის სერტიფიკატი გადასცა.
გამარჯვებულებმა ასევე მიიღეს სპეციალური პრიზები 40-ზე მეტი ქართული კომპანიისგან.
„900 ათას ლარს გასცდა დაგროვებით ბარათზე დაფიქსირებული მაჩვენებლები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.