„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ. ისინი მათ საქმეზე დროულ გამოძიებას და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აპირებენ პროკურატურის შენობასთან კარავი გაშალონ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.