ხმაურია ამ წუთებში მთავარ პროკურატურასთან. ადგილზე „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ. ისინი მათ საქმეზე დროულ გამოძიებას და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობასთან კარვის გაშლას ცდილობენ, თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.