გაგარინის #10-ში მცხოვრები 18 ოჯახი ალტერნატიული ფართის მოლოდინშია. მათი სასწრაფო ევაკუაცია გუშინ ღამით მოხდა, რადგან ავარიულმა სახლმა ნგრევა დაიწყო და სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა.
ადგილობრივებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი დროებით საცხოვრებელს დაჰპირდა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ თბილისის მერია მათ ფართებით დაკმაყოფილებას დაჰპირდა. 18 ოჯახი ჯერჯერობით ქირით გადავა. მათი ინფორმაციით, არსებობს ინვესტორი, რომელიც ახალ კორპუსს ააშენებს.
გაგარინის #10-ში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.
აფვტორი: თაკო სურგულაძე.