ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისებისა და მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული საგზაო სამუშაოების დროს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 130 ათას 785 ლარს.
მეორე შემთხვევაში კი ბრალდებულმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მაღალი ხარისხის მასალის ნაცვლად, დაბალი ხარისხის და ნაკლები მოცულობის მასალა გამოიყენა, რა გზითაც, მოტყუებით დაეუფლა 9 ათას 257 ლარს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 180-ე მუხლით მიმდინარეობს.