18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
გაგარინის ქუჩიდან გამოსახლებულების საკითხზე ყველა ხარჯს თავის თავზე მერია იღებს

"ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს თბილისის მერია," - ეს განცხადება თბილისის მერმა გაგარინის ქუჩის 10 ნომრიდან გამოსხლებულების შესახებ გააკეთა. კახი კალაძის განცხადებით, ადგილობრივებთან შედგა მოლაპარაკება შედგა.

„ეს არის ქირის ხარჯები. რაც შეეხება თვითონ კონკრეტულ სახლს გაგარინის 10 ნომერში, რა თქმა უნდა, აუცილებელია დემონტაჟი, იმიტომ, რომ ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ძალიან ბევრია ასეთი სახლები. ყველა რაიონში არსებობს ავარიული სახლები და ჩვენ მიდგომას რაც შეეხება, ერთი არის ის, რომ ვაწარმოებთ რეაბილიტაციას, გამაგრებით სამუშაოებს, მეორე არის ის, რომ ჩვენ ინვესტორებს აუცილებლად ხელს შევუწყობთ იმისთვის, რომ პირადად აწარმოონ მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

გაგარინის 10 ნომერში ავარიულმა სახლმა ნგრევა დაიწყო, საიდანაც გუშინ მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. გაგარინის ქუჩის 10 ნომერში 18 ოჯახი ცხოვრობდა.

დღის ამბები