Freedomhouse-მა მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველო მწვანედაა მონიშნული.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ინტერნეტი თავისუფალია. 100 ქულიანი სისტემის მიხედვით, საქართველოს Freedomhouse-მა 24 ქულა მიაკუთვნა.
არათავისუფალი სახელმწიფოების სიაში მოხვდა 30 სახელმწიფო. მათ შორის არიან რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი. რაც შეეხება უკრაინას, ის ნაწილობრივ თავისუფალ სახელმწიფოთა რიგებშია.
Freedomhouse-ის ანგარიში 44 გვერდიანია და მასში საუბარია იმის შესახებაც, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებში დემოკრატიულ პროცესებზე გავლენის მოსახდენად ინტერნეტ სივრცით მანიპულირებს.