18 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
"რუსეთი კონსტრუქციულობის არცერთ ნიშანს არ გვაძლევს" - ცქიტიშვილი პუტინი-ბიბილოვის შეხვედრაზე

ბიბილოვის პუტინთან შეხვედრას საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებად აფასებენ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ რუსეთი აგრძელებს იმ საოკუპაციო პროცესს, რომელიც დაწყებული აქვს დიდი ხანია.

„ამაში ბუნებრივია, ახალი არაფერი არ არის, თუმცა სამწუხაროა, რომ რუსეთი კონსტრუქციულობის არცერთ ნიშანს არ გვაძლევს. სამწუხაროდ, ამ მოცემულობაში ვართ დღეს. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს კონსოლიდირებული მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოჰყვება ის მკაცრი განცხადებები, რომელიც ყოველთვის მოჰყვება ამდაგვარ ვიზიტებს,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი დღეს ვლადიმერ პუტინს ხვდება. ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა. ეს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის და რუსეთის ლიდერის რიგით მეორე შეხვედრაა.

დღის ამბები