ესპანური მედია ქართველების დაკავების შესახებ წერს. გამოცემა "ელ მუნდოს" ცნობით, მადრიდის პოლიციამ ბინის ძარცვის ბრალდებით ორი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან.
მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ისინი ცხელ კვალზე აიყვანეს. ერთ-ერთ მძარცველს ბინის მეპატრონემ დანაშაულის მომენტში შეუსწრო, რასაც ჩხუბი მოჰყვა. შედეგად ბინის მეპატრონე მსუბუქად დაშავდა. მძარცველი კი ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა.
სამართალდამცველებმა მძარცველის თანამზრახველიც დააკავეს, რომლიც პოლიციელების გამოჩენის დროს გაქცევას შეეცადა. სამართალდამცველებმა მათ საცხოვრებლებში ჩხრეკა ჩაატარეს და ხელსაწყოები აღმოაჩინეს, რომლებსაც ისინი ძარცვის დროს იყენებდნენ.
გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებულებს მსგავსი დანაშაულის არა ერთ შემთხვევასთან აქვთ კავშირი.