19 აპრილი 2024,   05:46
ვრცლად
თბილისის აეროპორტში ბომბს ეძებენ - ორივე ტერმინალში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" თვითმხილველებმა აცნობეს. გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტში ბომბს ეძებენ. 

როგორც "რუსთავი 2-ს" აცნობეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე საეჭვო ჩანთის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ამ დროისთვის ორივე ტერმინალში ევაკუაციაა გამოცხადებული. 

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

 

დღის ამბები