18 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
კომერციული რეკლამის განთავსება - საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნას "ქართული ოცნება" არ ეთანხმება

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსსა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის დაპირისპირება საკანონმდებლო ცვლილებების საპარლამენტო განხილვას მოჰყვა.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრები არ ეთანხმებიან მოთხოვნას, რომ კომერციული რეკლამის განთავსების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ჰქონდეს. საზოგადოებრივი არხი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 50 მილიონი ლარით ფინანსდება, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში კი მას ამ შემოსავალთან ერთად, კომერციული რეკლამის განთავსების და დამატებით თანხების მიღების უფლება ექნება.

რეკლამიდან 20-ზე მეტი ტელეკომპანიის ჯამური შემოსავალი წელიწადში 70 მილიონამდე ლარია, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება კი 50 მილიონი ლარი. დამოუკიდებელი ტელევიზიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთ პირობებში, სარეკლამო ბაზრის ნაწილის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის განაწილება კერძო არხებს დარტყმას მიაყენებს და სატელევიზიო ბაზარზე არაკონკურენტუნარიან გარემოს შექმნის.

პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარი ბიუჯეტიდან ახალი ბიზნესპროექტების დაფინანსების უფლებასაც სთხოვდა, პირველ არხის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები