კრისტის აუქციონმა ძვირფასეულობის გაყიდვით მორიგი რეკორდი დაამყარა. ვაჭრობა ჟენევის სახლში გაიმართა. ლოტებს შორის გამორჩეული ვარდისფერი ბრილიანტი იყო, რომელიც 200 წლის განმავლობაში სამეფო დინასტიას ეკუთვნოდა.
უცნობმა მყიდველმა 19 კარატიან ძვირფასი ქვაში, სახელწოდებით "დიდებული მაზარინი," 15 მილიონ დოლარი გადაიხადა. რეკორდულ თანხად გაიყიდა აუქციონზე უნიკალური ბრილიანტით და ზურმუხტის ქვებით გაფორმებული კოლიე. სამკაულს 163 კარატიანი გიგანტური ბრილიანტი ამშვენებს, რომელიც ანგოლას საბადოზე აღმოჩენილი 404 კარატიანი ალმასის დამუშავების შედეგად მიიღეს. ყელსაბამის კარკასზე კი 160 კარატი ზურმუხტის ქვები და 40-მდე კარატის მცირე ზომის ბრილიანტის თვლებია დამაგრებული. კოლიე აუქციონზე 33 მილიონ 700 ათას დოლარად ანონიმმა მყიდველმა შეიძინა.