18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
ქართულ ტოლერანტობას შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

ქართულ ტოლერანტობას შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი ინიციატივით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გამოდის. ამ საკითხზე კონფერენციაზე იმსჯელეს, რომელსაც სხვადსხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველოში არსებულ რელიგიურ შემწყნარებლობას - ტოლერანტობას, როგორც ფენომენს, არსებულ რეალობას და სიტუაციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ეს არის ასპარეზი ტრიბუნა იმისა, რომ ამ კუთხით ყველა რელიგიას ღიად, საჯაროდ დიპლომატიური კორპუსის, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების თანდასწრებით მიეცემა შესაძლებლობა, დააფიქსიროს აზრი,“- განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. 

დღის ამბები